Georgian English Russian
რედაქტორის გვერდი
24
გილოცავთ შობა-ახალ წელს!

უპირველესად შობა-ახალ წელს გილოცავთ ძვირფასო მკითხველო!

დაე, ფეხბედნიერი ყოფილიყოს ახალი, 2017 წელი, სიუხვის, აღმშენებლობისა და წარმატებების წელი თითოეული თქვეთაგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის და სრულიად საქართველოსთვის!

 

10 წლის ანგარიში მკითხველს

 

10 წელი გავიდა, რაც ჩვენი ჟურნალი გამოდის და თავს ვალდებულად ვთვლით, პატარა შემაჯამებელი ანგარიში ჩავაბაროთ მკითხველს.

განვლილი 10 წლის განმავლობაში ჟურნალში დაიბეჭდა 500-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პუბლიცისტური სტატია. ჟურნალში იბეჭდებოდა  საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენელთა სტატიები. მკითხველი შეამჩნევდა, რომ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში წარმოდგენილია სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორები, დარგობრივი აკადემიების პრეზიდენტები, უმაღლეს სასწავლებელთა რექტორები, პრორექტორები, დეკანები, პროფესორები, მათ შორის უცხოელი კოლეგები უკრაინიდან, ბელარუსიიდან, რუსეთის ფედერაციიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან. რედკოლეგიის წევრები იყვნენ და არიან მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

2009 წლიდან ჟურნალი აღიარებულია 20-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და უმაღელსი სასწავლებლების მიერ. სიამაყით ჩამოვთვლით იმ უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებს, საიდანაც აქტიურად იბეჭდებოდა სტატიები ჩვენს ჟურნალში. ესაა:

- ოდესის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა);

- კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი (უკრაინა);

- ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა);

- ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელარუსია);

- სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი (რუსეთის ფედერაცია);

- მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემია (რუსეთის ფედერაცია);

- სამარის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი (რუსეთის ფედერაცია);

- ყაზახეთის ეკონომიკის, ფინანსებისა და საერთაშორისო ვაჭრობის უნივერსიტეტი (ყაზახეთის რესპუბლიკა);

- ალმათის უნივერსიტეტიტურანი“ (ყაზახეთის რესპუბლიკა);

- აზრებაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი);

- სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი);

- პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია);

- მონღოლეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი (მონღოლეთი).

მთლიანობაში, 2009 წლიდან მოყოლებული 50-მდე უცხოენოვანი სტატია დაიბეჭდა ჩვენს ჟურნალში, მათ შორის ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

 

აგრეთვე გვსურს, ჩვენი ჟურნალის რედკოლეგიის წევრთა წარმატებებზეც გავამახვილოთ ყურადღება.

 

2016 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ჩვენი ჟურნალის რედკოლეგიის წევრი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი. ვულოცავთ ბატონ მიხეილს ამ დიდ აღიარებას და ვუსურვებთ კვლავაც წარმატებებით ეღვაწოს ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

2016 წელს 80 წელი შეუსრულდა ასევე, ჩვენი ჟურნალის რედკოლეგიის წევრს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რევაზ გოგოხიას. ვულოცავთ  ბატონ რევაზს საიუბილეო წელს და ვუსურვებთ კვლავაც ჩვეული ენერგიით დიდ ხანს წარმატებით ეღვაწოს ეკონომიკური მეცნიერების განვითარების საქმეში.

 

2017 წლის იანვარში 75 წელი უსრულდება ჩვენი ჟურნალის კიდევ ერთ აქტიურ მეცნიერს, დოქტორ ომარ შუდრას. ბატონი ომარი წლების მანძილზე თანამშრომლობს ჩვენს ჟურნალთან და ყოველთვის ინიციატივებითა და სიახლეების დანერგვის სურვილით გამოირჩევა. მას დღემდე მიჰყავს რამდენიმე რუბრიკა ჩვენს ჟურნალში. ვულოცავთ ბატონ ომარს დაბადების დღეს და ვუსურვებთ კვლავაც ნაყოფიერი შრომით ეღვაწოს საქართველოს საკეთილდღეოდ.

 

რაც შეეხება ჟურნალის ხვალინდელ დღეს, იგი კვლავაც იქნება ქართველი მეცნიერების გვერდით და კვლავაც შეუწყობს ხელს ფართო მკითხველამდე მიიტანოს ქართველი თუ უცხოელი მეცნიერების ნააზრევი, ნაშრომ-ნაღვაწი, კვლევები, დასკვნები და რეკომენდაციები, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოს უდავოდ წაადგება.

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჟურნალი აქტიური მხარდამჭერი იქნება არა მარტო ეკონომიკური მეცნიერების, არამედ ყველა დაგრის მეცნიერებს შეუწყობს ხელს, რაც ქვეყნის კეთილდღეობას წაადგება.

რადგან ზოგადად მეცნიერებაზე დავიწყეთ საუბარი, მოკლედ აქაც შევეხებით საქართველოს მეცნიერთა საბჭოსაც, რომლის შექმნაზე, მიზნებსა და ამოცანებზე ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში ვესაუბრეთ მკითხველს. გავიმეორებთ მეცნიერთა საბჭოს საქმიანობის საკვანძო მიმართულებებს:

- მეცნიერება უნდა იყოს დაფასებული და ხელშეწყობილი საზოგადოების ყველა ფენის მიერ, რადგან სწორედ მეცნიერების დამსახურებაა დღევანდელი კაცობრიობის მიღწევები. მეცნიერების გარეშე დავრჩებოდით მიწათმოქმედების დონეზე;

- საზოგადოებას, და პირველ ყოვლისა, ყველა ხელისუფლებას, რომელიც საზოგადოების წიაღიდან მოდის, უნდა ესმოდეს, რომ საზოგადოების განვითარებ საფუძველი მეცნიერების განვითარებაა, ხოლო მეცნიერების განვითარებას თავად მეცნიერთა მატერიალური უზრუნველყოფა სჭირდება თუნდაც მინიმალური საარსებო პირობებითა და სამეცნიერო საქმიანობაში შეუფერხებლად მუშაობისათვის;

- მეცნიერისთვის ხელშეწყობა იქნება ის, რომ ხელისუფლება პირველ რიგში დაასაქმებს მეცნიერებს, მათ აიყვანს მრჩევლებად, კონსულტანტებად, მისცემს შეკვეთებს, რომ თავიანთი მიმართულებით ჩაატარონ კვლევებისაჭიროების შემთხვევაში ცდებიც და დადონ მეცნიერული დასკვნები, რომლის საფუძველზეც მიღებული იქნება გადაწყვეტილებები;

- მეცნიერთა ხელშეწყობა შეუძლია კერძო სექტორსაც, რათა უპირატესობა მიანიჭონ მეცნიერთა დასაქმებას. აქ შეიძლება კერძო სექტორი წაახალისოს სახელმწიფომ იმით, რომ თუნდაც რამდენიმე წლით მეცნიერის ხელფასი განთავისუფლებულ იქნას საშემოსავლო გადასახადისაგან. ეს დამატებითი მოტივი იქნება მეცნიერთა დასაქმებისთვის;

- მეცნიერთა ხელშეწყობა შეიძლება ამ სახითაც, თუ მეცნიერი შესთავაზებს სახელმწიფო თუ კერძო სექტორს წარმოების ან მართვის ისეთ ფორმას, რომელიც გარკვეულ ეკონომიას/მოგებას მისცემს მას, იდეის ავტორს პრემიის სახით მიეცეს გარკვეული ანაზღაურება ეკონომიიდან/მოგებიდან გამომდინარე;

- მეცნიერთა ხელშეწყობა შეუძლიათ მასმედიის წარმომადგენლებს, ხელი შეუწყონ რა მათი კვლევების პოპულარიზაციას. ვთქვათ, შემოვიღოთ ყველა ტელევიზიაში გადაცემა: „მეცნიერის საათიანმეცნიერების დროადა ..

ამრიგად, გვსურს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ წინამდებარე ჟურნალით დაინტერესებისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მოსაზრება და წინადადებები მისაღები იქნება სახელმწიფოს ყველა შესაბამისი სტრუქტურებისთვის.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი მკითხველი და სრულიად საქართველო!

 

ლოიდ ქარჩავა

04.01.2017 წელი

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.