Georgian English Russian
სიახლეები
24
საუბარი საქართველოს ეკონომიკაზე

რუბრიკა: საუბარი საქართველოს ეკონომიკაზე


მიძინებული ქართული კაპიტალი


რედაქციისაგან:

ჩვენი ჟურნალი იწყებს ახალ რუბრიკას - „საუბარი საქართველოს ეკონომიკაზე“. დღეს ჩვენი საუბარი ეხება სქართველოში მიძინებული ეკონომიკური რესურსების ჩაყენებას ქვეყნის სამსახურში.

ნებისმიერი საშუალო განათლების მქონე გლეხი, მუშა ან თუნდაც გაუნათლებელი საშუალო ასაკის საქართველოს მოქალაქე რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, თუ რა ეკონომიკური სიკეთე მოგვიტანა საქართველოს დამოუკიდებლობამ, გიპასუხებთ, რომ არაფერი, პირიქით, გეტყვით, რომ გაუარესდა მისი ეკონომიკური მდგომარეობა, და ის მართალია. შუახნის ადამიანებს ახსოვს პერიოდი, როცა საქართველოს მოსახლეობის 90-95%- პრობლემა არ ჰქონდა სტუმრის მიღებისა, გამასპინძლებისა და .. მაშინ როცა დღეს საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ღარიბია, სოციალურად დაუცველია და მრავლადაა მათხოვართა კატეგორია. ესაა თვალში საცემი, რომელსაც გაუნათლებელი ადამიანიც ხედავს. არაფერს ვამბობთ იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომელსაც 1990-იანი წლებიდან დღემდე ოფიციალური სახელმწიფო სტატისტიკა აფიქსირებს. 25 წელიწადია ქვეყანა ვერ გამოვიდა ეკონომიკური კრიზისიდან და ვერ მივაღწიეთ 1988 წლის დონესაც კი. ეს ყველაფერი, გვინდა თუ არ გვინდა, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია და არა დამოუკიდებლობის შედეგი. უფრო მეტიც, ჩვენ არ გვაქვს ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე ქვეყნის განვითარების სტრატეგია, რომელსაც დაეთანხმებოდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. სტრატეგია, რომელიც მორგებული იქნება ქვეყნის ინტერესებზე და არა ცალკეულიპოლიტიკოსისინტერესებზე. ეკონომიკის წინაშე მდგარი პრობლემების მიმართ დღემდე არ ჩანს სიღრმისეული მიდგომა საკითხების გადასაწყვეტად, რაც აყალიბებს იმ არასასურველ პირობებსა და შედეგებს, რაც დღეს გვაქვს. სწორედ მეოთხედი საუკუნის გამოცდილებიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება საკითხი, სახელმწიფოს ხელში არსებული ბუნებრივი რესურსების მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, რაც საშუალებას მოგვცემს ყველა ერთად გავმდიდრდეთ და ეკონომიკური ზრდის ტემპის ერთნიშნიანი მაჩვენებელი ორნიშნიან მაჩვენებლამდე ავიყვანოთ. ქონების განკარგვა მივანდოთ არა ცალკეულ ჩინოვნიკებს, არამედ მთლიანად ხალხი იყოს ბუნებრივი რესურსების უმეტესი ნაწილის უშუალო განმკარგავი. ამ გზით სარგებელს მიიღებს არა ერთეული ბიზნესმენი, არამედ მთლიანად მოსახლეობა.

ქართული ეკონომიკის მიძინებული კაპიტალის - წიაღისეული სიმდიდრეების საქართველოს ეკონომიკურ აქტივობაში ახალი ფორმით ჩართვის შესახებ გვესაუბრებიან იდეის ავტორები - ახალგაზრდა მეცნიერ-ეკონომისტები, ცნობილი მეცნიერები და ექსპერტები.

ეკონომიკის დოქტორი

რამაზ გერლიანი



ჩვენ ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროცესზე, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკის თანამედროვე საბაზრო პრინციპებზე გადაყვანა. შესაძლებელია გვქონდეს ცივილური, ეკონომიკურად მაღალგანვითარებული სახელმწიფო, რაც დღემდე ჩვენი მუდმივად უშედეგო მისწრაფებაა.

ამ პროცესის დეტონაციისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა სახელმწიფო აქტივების კერძო საკუთრებაში გადასვლა. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკური სისტემები, სწორედ კერძო საკუთრების ინსტისტუტს ეფუძნება, როგორც აქტივების ეფექტიანი გამოყენების მრავალნაცად და აპრობირებულ ფორმას.

საქართველო არის მემკვიდრე სისტემის, რომელიც აბსოლუტურად უარყოფდა კერძო საკუთრებას, როგორც საკუთრების ფორმას. ხოლო დღეს, როდესაც ერთი ეკონომიკური სისტემიდან გადავდივართ მეორე სისტემაზე, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე არ დასრულებულა, ცენტრალურ ადგილს იკავებს კერძო საკუთრების ფორმირება. იმისათვის, რომ საბაზრო ეკონომიკა გვქონდეს, საჭიროა არა უბრალოდ საკუთრება, არამედ დომინირებადი კერძო საკუთრება, ანუ სახელმწიფოში არსებული აქტივების დიდი წილი (მინიმუმ 70%) უნდა იყოს კერძო მესაკუთრეთა ხელში.

თუ ეს ბალანსი დარღვეულია, ზედმეტია ვისაუბროთ ეფექტიანობაზე, ვინაიდან საბაზრო ეკონომიკა სწორედ რომ დაშენებულია კერძო საკუთრების დომინირების პრინციპზე.

აქტივები, ჩაბმული ეკონომიკურ ბრუნვაში, უკეთ ასტიმულირებენ სამეურნეო პროცესს კერძო მესაკურეთა ხელში.

სასარგებლო წიაღისეული, რომელიც დღეს წარმოადგენს 100%-ით სახელმწიფო საკუთრებას, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გადავიდეს საქართველოს მოქალაქეების კერძო საკუთრებაში.

სწორედ აღნიშნულს ეხება ჩვენი ხედვა, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე ერთეული საბადოს (წიაღი, წყალი), საქართველოს მოქალაქეებზე კერძო საკუთრებაში გადაცემას.

ანუ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მკვიდრს (მათ შორის სამჩაბლოსა და აფხაზეთის ჩათვლით), ეძლევა შესაძლებლობა, უსასყიდლოდ (ნაღდი ფულის გარეშე) გახდეს სხვადასხვა უძვირფასესი ბუნებრივი რესურსის, საბადოს მესაკუთრე/აქციონერი ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. უსასყიდლოდ აქციების გადაცემა მოსახლეობისათვის თანასწორობის პრინციპით, თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობასგახდეს კაპიტალის მესაკუთრე, გაუჩნდეს ხელმისაწვდომობა იაფ და გრძელვადიან ფულზე, კერძო საკუთრების მეოხებით მოიზიდოს ფინანსები, თავისი პიროვნული შესაძლებლობებისა და უნარის შესაბამისი ეკონომიკური აქტივობის დასაფინანსებლად. თითოეულ ადამიანს შეეძლება თავისივე პირადი პასუხისმგებლობით გახდეს ეკონომიკური საქმიანობის აქტიური ან პასიური სამეურნეო აგენტი, შედეგად მიიღოს ან თუნდაც გასცეს/გაუნაწილოს სარგებელი და ეკონომიკური სიკეთე.

მთელი ამ პროცესის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ამოქმედდეს დღეს გაჩერებული აქტივები (ბუნებრივი რესურსები), რომლის საზოგადოებრივი სარგებელი დღეს ნულოვანია. აქციების მეშვეობით, საფინანსო ბაზრებიდან თავისუფლად მოიზიდოს დაფინასება და უძრაობიდან გადავიდნენ აქტიური ეკონომიკური საქმიანობის ფაზაში.

ამ სახის აქტივების კერძო საკუთრებაში გადაცემა გამოიწვევს ეკონომიკის დეტონაციას, გამოაცოცხლებს საფონდო ბაზარს, რომელიც ეკონომიკის რეალური სეგმენტის მთავარი დამფინანსებელია.

საუბარია საკმაოდ დიდ გაჩერებულ, ეკონომიკური ბრუნვიდან გათიშულ კაპიტალზე რომლის ღირებულება, თუნდაც ამ დაკნინებული არასაბაზრო ფასებით 300-400 მილიარდი აშშ დოლარია.

თუ ამ კაპიტალის დიდი წილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უსასყიდლოდ არ გადაეცათ კერძო საკუთრებაში (შესაბამისი მექანიზმით), მათი ნაღდ ფულზე ყიდვა/პრივატიზება ფაქტობრივად შეუძლებელია ჩვენი მოქალქეების დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო. ამიტომაც არსებულ რეალობაში ერთადერთ სწორ და ეფექტიან გზად გვესახება ამ ქონების უსასყიდლოდ, რეალურად კერძო საკუთრებაში გადაცემა საქართველოს მოქალაქეებისათვის, რისთვისაც მოქალაქეებს უნდა დაურიგდეთ საპრივატიზაციო საშუალება - „ფული“ - .. „ინვესტი“, რომლითაც შეიძენენ აქტივებს - საბადოების აქციებს.

ამ მიზნით უნდა მოხდეს საბადოების სააქციო საზოგადოებებად (სს) ფორმირება-აქციონირება და ეფექტური მექანიზმით აქციების საქართველოს მოქალაქეების ხელში გადასვლა. საპრივატიზაციოინვესტიუნდა მიეცეს ყველა მოქალაქეს თანაბრად, რომლითაც შეიძენენ საბადოს აქციებს. /-ის 100 % პაკეტიდან გარკვეულ წილს, მაგრამ არა უმეტეს 24%- იტოვებს სახელმწიფო მის საკუთრებაში, რათა /- ჰქონდეს კერძო მართვისთვის დამოუკიდებელი სტატუსი და იოლად მოახდინოს ინტეგრირება ცივილიზებულ საერთაშორისო ბაზრებზე. რათა შემდგომში მოიზიდოს თანამესაკუთრედ საერთაშრისო დონის ინვესტორები. ხოლო გაჩენილი ფინასური რესურსები საჭიროების შემთხევავაში მიმართოს საწყის ეტაპზე გაჩერებული იმავე საბადოს ასამუშავებლად.

ლოგიკურია, ისმის კითხვა: როგორ ჩნდება ფული და ფულზე ხელმისაწვდომობა ?

როგორც კი ცვილიზებულ საერთაშორისო ბაზრის ლისტინგში შესაბამისი საფუძვლით მოხვდება მსგავსი აქციები, დიდი ალბათობით, ჩვენი მოქალაქეები მათ საკუთრებაში არსებული მრავალი მილიარდი ცალი აქციიდან მცირე ნაწილს, რამდენიმე ათეულ მილიონ ცალ (კაპიტალის რამდენიმე %) აქციას უთუოდ გაიტანენ გასაყიდად მათთვის სასურველ ფასად და დაგროვილი პირადი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად. მეორეს მხრივ, საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი, მაღალი რეპუტაციის მქონე ტოპ-ინვესტორთა უმეტესობა, დიდი ალბათობით, უთუოდ დაინტერესდება პოსტკომუნისტური სივრციდან გაზაფხულის მაუწყებელი პირველი მერცხლების მსგავსად გამოჩენილი ამ უძვირფასესი და სრულიად ეგზოტიკური, შესაბამისად, ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე ამ ფასიანი ქაღალდების მათთვის სასურველ ფასად შესყიდვით.

ასევე, როგორც კი პირველი გარიგება დაიდება, განხორციელდება პირველი ტრანსაქცია საფონდო ბაზარზე, ანუ გაიყიდება პირველი აქცია (აქციათა პაკეტები კერძო წილიდან) ლოგიკურია დაფიქსირდება აქციაზე შესაბამისი ფასები, აქციების მეპატრონე მოქალქეებს თავიანთი წილის ტოლდიდად უჩნდებათ ღირებული ფასიანი ქაღალდი (რომელიც ინფლაციას არ განიცდის) და ფულზე მარტივი ხელმისაწვდომობა. ნებისმიერ წამს, ნებისმიერ მეპატრონეს, შეუძლია გაყიდოს აქცია და მიიღოს ნაღდი ფული ან კიდევ უკეთესი, ამ საერთაშორისო სივრცეში კოტირებადი აქციების უზრუნველყოფით მიიღოს იაფ და გრძელვადიან ფულზე ხელმისაწვდომობა.

ეს ფული მოქალაქეებს უჩნდებათ დივიდენდის მიღებამდეც (ვინაიდან დივიდენდის მიღება შედარებით გრძელი და რთული პროცესია), როგორც მესაკუთრეებს - მაგალითად, მოქალაქეს აქვს 10 000 აქცია, ხოლო 1 აქციის ფასი დაფიქსირდა 4,77 $, მას ავტომატურად უჩნდება ხელმისაწვდომობა 47 700 $-ზე, პირადი სურვილისამებრ, ნაწილობრივ ან სრულად გაყიდის თავის აქციებს. ან მისი უზრუნველყოფის ქვეშ, ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტიდან დაბალპროცენტიან გრძელვადიან დაფინასებას უპრობლემოდ მოიზიდავს. ორივე შემთხვევაში ჩნდება ფულად რესურზე ხელმისაწვდომობა, თითოეული მესაკუთრის შესაბამისი ეკონომიკური თუ სხვა სახის საჭიროებისა და ინიციატივების დასაფინასებლად.

შედეგად, გარდა პირდაპირი და ირიბი ეკონომიკური ეფექტებისა, ჩნდება შესაძლებლობა დღეს უმოქმედოდ არსებული აქტივის რენტაბელური ამუშავებისა, რომლის უმოქმედობის ერთადერთი მიზეზი სწორედ რომ დაფინასების სათანადო დონეზე არარსებობაა.

მაგალითისთვის, თუ გადავხედავთ თუნდაც ქართული მარმარილოს საბადოებს, მათი დიდი უმრავლესობა გაჩერებულია. ძალიან მცირე წარმოებები არ ატარებენ მასობრივ ხასიათს არათუ საერთაშორისო ბაზარზე, არამედ ადგილობრივ ბაზარზეც კი არ არიან სოლიდური წილით წარმოდგენილნი, რაც სავსებით შესაძლებლია რესურსის/ნედლეულის ხარისხისა და უნიკალურობის გამო. ამის ერთადერთი მიზეზია ფინანსების უქონლობა, რომლითაც შეძლებდნენ თანამედროვე რენტაბელური დამუშავებისთვის ტექნიკა-ტექნოლოგიების შეძენას.

აღნიშნული დაფინანსება, ცივილურ საბაზრო ეკონომიკაში შესაძლებელია მოიზიდო, თუ საერთაშორისოდ აღიარებული ცივილური საბაზრო წესებით მოქმედებ. როგორც უკვე ავღნიშნეთ, სწორედ ამის საშუალებას იძლევა საბადოების აქციონირება და ამ აქციების მოქალაქეების კერძო საკუთრებაში გადასვლა.


თსუ-ს დოქტორანტი ლაშა არევაძე


მარაგები და ღირებულება



განკერძოების სქემის მთავარი მოტივაცია, ერთის მხრივ, არის დღეს ეკონომიკური ბრუნვიდან მოწყვეტილი აქტივების ჩართვა საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და მეორეს მხრივ, მათი რეალურ ღირებულებამდე აყვანის გზით სარგებლობას მიიღებენ მათი ახალი მესაკუთრეები, ჩვენი მოქალაქეები. მათ ხელში არსებული სიმდიდრე გაიზრდება, რაც ნიშნავს მეტ შესაძლებლობას დაიწყონ მათთვის ახალი ეკონომიკური აქტივობა.

აქტივის რეალურ ღირებულებაზე საუბრისას, მხედველობაში გვაქვს ამ აქტივის საბაზრო ფასი, რომელიც ჩვენი აზრით, ღირებულების ყველაზე სწორი ინდიკატორია. მაგრამ მაშინ როდესაც, ეს აქტივები ბაზარზე არ შესულა, ისმება კითხვა, როგორ შევაფასოთ და როგორ დავადგინოთ თუ რა პოტენციალი აქვს თითოეულ მათგანს.

ეკონომიკური ლოგიკა გვკარნახობს, რომ აქტივის ღირებულება შეიძლება შეფასდეს ეკონომიკური რენტის მიმდინარე ღირებულებით. ფაქტობრივად მსგავსი მიდგომა აქვს გამოყენებული მსოფლიო ბანკის გუნდს, რომელმაც შეიმუშავა მეთოდოლოგიური პაკეტი ბუნებრივი რესურსების ღირებულების შესაფასებლად. ჩვენ ამ პრინციპებით ვიხელმძღვანელეთ და მივიღეთ რიცხვი (საპილოტედ გამოტანილი საბადოების ღირებულების შეფასება), რომელიც ჩვენი აზრით არის მინიმალური შეფასება ამ აქტივების ღირებულებისა - 450 მილიონი დოლარი.

რატომ მინიმალური?

მსოფლიო ბანკის შეფასება ეფუძნება მთელ რიგ დაშვებებს, რომლის გათვალისწინებაც მოგვიწია. მთავარი არის ის, რომ შეფასება კეთდება არა უმეტეს 20 წლიანი სამუშაო პერსპექტივით. ჩვენ ასევე, მაგალითად, სალიეთის საბადოს შემთხვევაში გავაკეთეთ დაშვება არაუმეტეს მსოფლიო ბაზრის 1%-ის ათვისების შესახებ. ამის გათვალისწინებით სალიეთის საბადოს შეფასება არის 220 მილიონი დოლარი, მაგრამ ამ პერიოდში ამ მასშტაბის წარმოებით ათვისებული იქნება მხოლოდ 4-5% მთლიანი მარაგებისა (23 მილიონი 3). ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, სალიეთის საბადოს ღირებულება და საბადო, რომლის მარაგები არის სალიეთის საბადოს 5%, ამ მეთოდით ერთი და იგივე გამოდის. ამის გამო ჩვენ მივიჩნევთ, რომ 450 მილიონი დოლარი არის ჩვენს მიერ საპილოტედ მომზადებული პაკეტის მინიმალური ღირებულება.

არსებობს სხვა მიდგომებიც. მაგალითად, პროფესიულ ლიტერატურაში ფართოდ გავრცელებულია მარაგების დათვლის შემდეგი მიდგომაც, რაც რენტის მიმდინარე ღირებულების დათვლის ოდნავ განსხვავებული ინტერპრეტაციაა, ვიდრე მსოფლიო ბანკის მოდელი:

V(0)= π*Q*(1+1/r)*(1-1/(1+r)^(T_0 ) )

სადაც, π*Q არის ყოველწლიური რენტა, r - სარგებლის განაკვეთი, T - დროის ჰორიზონტი. ადვილი შესამჩნევია, რომ როდესაც T იზრდება, ფორმულაში ბოლო გამოსახულება მიისწრაფვის 1-სკენ. ვიანიდან ჩვენს შემთხვევაში მარაგები დიდია და მოპოვება შესაძლებელია დიდხანს გაგრძელდეს, ჩვენ შეგვიძლია ფორმულა შემდეგნაირად გავამარტივოთ:

V(0)= π*Q*(1+1/r)

საბოლოოდ, მარაგების შეფასებისას მივიღეთ მსოფლიო ბანკის მეთოდისაგან ოდნავ განსხვავებული შეფასება, 477 მილიონი დოლარი მთლიანი საპილოტე პროგრამა.


თსუ-ს დოქტორანტი მათე გარდავა (ცაიშელი)

პილოტი

თავშივე უნდა აღინიშნოს ერთი რამ: საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მოზიდული კაპიტალი დამოკიდებულია იმ აქტივის ფასსა და ლიკვიდურობაზე, რომელსაც ეს აქტივი იზიდავს. არ შეიძლება თქვენ გქონდეთ ქონება, რომლის საბაზრო ღირებულებაა 1 მილიონი აშშ დოლარი და მოიზიდოთ დაფინანების სახით 500 მილიონი აშ დოლარი.

ანუ მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:

1. საბაზრო ეკონომიკის პირობებში განვითარებისთვის აუცილებელია დაფინანება;

2. დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია თქვენივე კერძო საკუთრების ფასსა და ლიკვიდურობაზე.

თუ ამ უმარტივეს ჭეშმარიტებას ვაღიარებთ, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივები კაპიტალის მოსაზიდად უვარგისია: მას არც ფასი აქვს და არც ლიკვიდურობა. ამიტომაც ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია სახელმწიფო ქონების, ამ შემთხევავაში სასარგებლო წიაღისეულის ნაწილის (ამ ეტაპზე საპილოტედ) განკერძოება.

ნებისმიერი სერიოზული მიღწევის ავტორი ყოველთვის არის კერძო სექტორი, კერძო ინდივიდები. არც ნიუტონს, არც აინშტაინს, არც ნობელს და .. არ შეუქმნიათ თავიანთი თეორიები პოლიტ ბიუროს ბრძანებით! ისინი შეიქმნა კერძო ინიციატივით! არც შოთასვეფხისტყაოსანი” (მე ეს ღრმად მწამს და ალბათ, ნორმალურ მკითხველსაც), არც ამირეჯიბისდათა თუთაშხიაარ შექმნილა რომელიმე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში! ამ ყველაფერს ქმნის კერძო სექტორი! შესაბამისად, ჩვენი მიზანია კერძო სექტორს მივცეთ მისივე შემოქმედებითი უნარის რეალიზაციის საშუალება! ეს კი რთულია ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, საკუთრების გარეშე!

უმთავრესი შეცდომა, რომელსაც ჩვენ წლებია ვუშვებთ, არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების ფულზე გაყიდვა. ერთადერთი შესაძლებლობა, რათა აქტივები გადავიდეს კერძო მესაკუთრეების საკუთრებაში სწრაფად და ეფექტიანად, არის მისი უფასო განკერძოება! საპილოტე პროგრამა, სწორედ ამ მექანიზმზეა აგებული.


ეკონომიკის დოქტორი ვანო ჩხაიძე


მასობრივი პრივატიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი და მუდმივად თანმდევი უარყოფითი მახასიათებელია მის შდეგად ერთეულების უზომოდ გამდიდრება, ნაცვლად იმისა, რომ პრივატიზირებული სიმდიდრე შეძლებისდაგვარად მთელ საზოგადოებაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილებულიყო.

ამჯერად მაინც, ნამდვილად უნდა მოხერხდეს უფასო პრივატიზაციის შედეგად მასობრივად გავამდიდროთ საქართველოს ყველა მოქალაქე და არა მხოლოდ ერთეულები, მიუხედავად მათი განსხვავებული უფლება-შესაძლებლობებისა.

ამისათვის მთავარია უზრუნველვყოთ ნებისმიერი საპრივატიზაციო აუქციონის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, თუნდაც ბოლო წუთს, აუქციონების საბოლოო შედეეგების გაერთიანება-შეჯამებამდე, მიახლოებითაც კი იყოს ვინმემ ან რამე ძალამ პრაქტიკულად შეძლოს გამოიცნოს იმ თვის აუქციონზე გამოტანილი ნებისმიერი ამათუიმ ლოტის შესაძენად რა თანხის გადახდა იქნება გარანტირებულად საკმარისი, რაც პრაქტიკულად მარტივია.


ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ჯიბუტი


ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება მოხდეს საშინაო და საგარეო ფაქტორთა ისეთი სახით დალაგება, რომელიც ქვეყნისა და მთელი ერის მდგომარეობის თვისობრივად (ანუ ნახტომისებურად, რევოლუციურად, ძალიან მოკლე დროში) გაუმჯებესების შესაძლებლობას წარმოშობს. ასეთი შესაძლებლობების გამოყენება ხდის ერთ სახელმწიფოს/ერს წარმატებულად, ხოლო გამოუყენებლობა მეორე სახელმწიფოს/ერს ჩამოარჩენს (ზოგიერთს საერთოდ აჰღგვის მიწისაგან პირისა!). ასეთი ისტორიული შანსი არსებობს დღევანდელ საქართველოში .. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების სახით. ასეთი სახის საკუთრება ისტორიულმა კატაკლიზმებმა წარმოშვა. საქართველოში არც ერთი მტკაველი მიწა არაა, რომელიც ვინმეს საკუთრებაში არ ყოფილიყო. ისტორიული მესაკუთრეები სხვადასხვა მოვლენებმა (რუსეთის ანექსია, ბატონყმობის გადავარდნა, 1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკის მიწის რეფორმა, კომუნისტურ-ბოლშევიკური ნაციონალიზაცია, კოლექტივიზაცია და ..) სხვადასხვა ფორმით ისე გააუცხოეს ამ საკუთრებისაგან, რომ საქართველოში რესტიტუციის, ანუ მესაკუთრეობის უფლებების აღდგენა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სამართლიანია, რომ ქართველი ხალხი/საქართველოს მოქალაქეები განხილულ იქნას, როგორც ამ სიმდიდრის ერთობრივი მესაკუთრე და მოიძებნოს მექანიზმი ამ საკუთრების საქართველოს მოქალაქეებზე გადანაწილებისათვის. ეს უნდა მოხდეს უმოკლეს დროში, რომ საბაზრო სისტემის დამკვიდრების მოტივით არ მოხდეს ამ სიმდიდრის გაყიდვა ჯგუფურ-კლანური პრივატიზების სისტემით. საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი გამდიდრების შანსი არ უნდა იქნას გაშვებული ხელიდან. ამ პრინციპზე საერთო სოციალური ერთიანობა უნდა შეიქმნას ქვეყანაში. რაც შეეხება მისი განხორციელების მექანიზმს მე მხარს წილობრივ განაწილებას ვუჭერ. დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე ძირითადი საკითხის მეორეხარისხოვანზე კამათში გადაზრდის საფრთხეს ქმნის და ვფიქრობ ტექნიკური რეალიზაციის დროს უნდა იქნას გადატანილი.


ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ლოიდ ქარჩავა

ეკონომიკა, როგორც მობილური მეცნიერება, დროის მოთხოვნათა შესაბამისად, ხშირად განიცდის (მოითხოვს) მიდგომებისა და შეხედულებების კორექტირებას, ზოგჯერ კი რევოლუციურად იცვლება მისი ზოგიერთი ასპექტები. ამდენად, არის ეკონომიკის ზოგადი კანონზომიერებანი და არის კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე არაორდინალური გარემოებები, რომელიც შესაბამის ქმედებას მოითხოვს.

უდავოა, რომ ადამიანები კერძო საკუთრებას უფრო დიდი ინტერესით ექცევიან და ყველანაირად ცდილობენ, არა მხოლოდ მოუარონ და შეინარჩუნონ იგი, არამედ რაც შეიძლება მეტად სასარგებლო და მომგებნიანი გახადონ ის. განსახილველ თემასთან დაკავშირებით დავიწყოთ იმ ფუნდამენტური საკითხებით, რომ საჭიროა საქართველოს მოსახლეობამ და ხელისუფლებამ მიიღოს შემდეგი სახის პრინციპული და პოლიტიკური გადაწყვეტილებები:

1. მიწა, წიაღისეული და სხვა ბუნებრივი რესურსები უნდა გადავიდეს მოსახლეობის კერძო საკუთრებაში;

2. საკუთრება უნდა იყოს სრული და უპირობო, გარდა ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან ნივთის აღმოჩენის შემთხვევებისა, რასაც კანონი არეგულირებს;

3. უნდა განისაზღვროს, თუ ვინ იქნება მესაკუთრე;

4. შესასწავლია და მეცნიერულ საფუძველზე უნდა დადგინდეს, თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს განკერძოება, პრივატიზება. ერთ-ერთი ვარიანტია ცალკეული წიაღისეული რესურსის სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბება, ხოლო მიწის რესურსების ნაკვეთებად გადანაწილება.

მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ ქონებას მესაკუთრე გაუჩნდება, ის ყველანაირად შეეცდება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არა მხოლოდ მოუაროს და შეინარჩუნოს თავის საკუთრებაში არსებული აქტივები, არამედ რაც შეიძლება მეტად სასარგებლო და მომგებნიანი გახადოს იგი.

ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი პუნქტიდან ყურადღებას გავამახვილებთ მე-3 პუნქტზე - ესაა თუ ვინ იქნება მესაკუთრე და ამ საკითხს ოდნავ გავშლით:

) ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოს ბუნებრივი რესურსების მესაკუთრე, ანუ აქციების მფლობელი, შეიძლება გახდეს საქართველოში დაბადებული ნებისმიერი მოქალაქე, განურჩევლად ასაკისა, სქესისა თუ ეროვნებისა, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა, ვინც საქართველოშია დაბადებული, და არა კონფლიქტის შემდეგ ჩამოსახლებული პირები. ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება განხილულიქნას სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მოსახლეობისთვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზება. მათ შორის შეიძლება იყოს მოთხოვნა, რომ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა;

) მესაკუთრე შეიძლება გახდეს, ასევე, საქართველოში დაბადებული მოქალაქე, რომელიც ნებისმიერი მიზეზით გავიდა ქვეყნიდან, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ამჟამად ცხოვრეობს საზღვარგარეთ. ასეთ ადამიანებს, მათივე სურვილის შემთხვევაში, უნდა მიეცეს ორმაგი მოქალაქეობა და ქართული პასპორტი, რომელსაც აიღებს საქართველოს საელჩოს ან/და საკონსულოს მეშვეობით იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს.

აღნიშნული საკითხები შეიძლება მეორეხარისხოვნად ჩანდეს მანამ, სანამ არ არის გადაწყვეტილი პრინციპული საკითხი - ბუნებრივი რესურსების უფასოდ გადაცემა მოსახლეობაზე. ამიტომაც გავაგრძელებთ თემას, თუ რა ეკონომიკური ეფექტი შეიძლება მოგვცეს მესაკუთრის განსაზღვრამ, თუნდაც მიგრანტი ქართველების მხრიდან.

სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული სტატისტიკის მიხედვით გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოდან გასულია 1,3-1,5 მილიონი ადამიანი, რისი მთავარი მიზეზიც არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მათი სრულად აღრიცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია (ისე საინტერესოა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტატისტიკა ამ თემაზე, თუმცა ეს დღევანდელი მსჯელობის საგანი არაა), მაგრამ რომ მოხერდხეს და თუნდაც ნახევარმა მიიღოს მონაწილეობა, ეს უკვე საკმაოდ დიდი საქმე იქნება და აი, რატომ: ფაქტია, რომ საქართველოდან გასული მოქალაქეების უმრავლესობა დასაქმებულია და იქედან (უცხო ქვეყნიდან) აქეთ უგზავნის ფინანსურ დახმარებებს თავის ოჯახის წევრებსა თუ ნათესავებს. გამოგზავნილი დახმარებების საერთო ჯამი ყოველწლიურად მილიარდ დოლარზე მეტია. გარდა ამისა, ამ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა საკმაოდ მდიდრები გახდნენ, მათ შორის არიან მილიარდერებიც. ათეულობით ან უფრო დიდი ალბათობით ასეულობითაც - მილიონერები, ხოლო ათასობით თუ ათიათასობით - საშუალო ფენის წარმომადგენლები. არიან ისეთებიც, რომლებიც მუშაობენ უმსხვილეს ტრანსნაციონალურ კორპორაციებში ან უბრალოდ დიდ ფირმებში. თუკი ჩვენ სწორად დავგეგმავთ და სწორად მივცემთ ინფორმაციას ამ ადამიანებს, ჩავატარებთ შესაბამის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ნიადაგზე დაფუძნებულ სააგიტაციო სამუშაოებს და შევქმნით შესაბამის საკანონმდებლო ბაზას, რათა ამ ადამიანებმა მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა ან ორმაგი მოქალაქეობა, ისინი თავიანთი ფინანსური, ინტელექტუალური და გავლენის კაპიტალთა კონცენტრაციით საკმაოდ სერიოზულ დახმარებას აღმოუჩენენ საქართველოს. ამის მოტივაცია აქვთ ამ ადამიანებს, თუ სწორად მივუდგებით მათთან ურთიერთობის საკითხს (სწორედ ამას აკეთებენ ებრაელები). სწორედ ამ ადამიანებს შეუძლიათ დააჩქარონ ქართული მიძინებული კაპიტალის საერთაშორისო არენაზე გასვლის პროცესი, ბუნებრივი რესურსების აქციების სახით. მათ, როგორც მესაკუთრეებს, მონდომების მოტივაცია საკმაოდ მაღალი აქვთ. ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, გაიზარდნენ, ქართული ცნობიერება ჩამოუყალიბდათ და მერე წავიდნენ აქედან, ძალიან მაღალი ალბათობით, ადვილად წამოვლენ ასეთ შეთავაზებაზე.

მიგრანტი ქართველები არის საქართველოსთვის ერთ-ერთი უდიდესი რესურსი როგორც ადამიანური, ისე ფინანსური, ინტელექტუალური და საქმიანი კავშირების მხრივ. ამას გამოყენება სჭირდება, სადაც ხელისუფლებამ და მოსახლეობამ, ერთობლივად უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა.

დაბოლოს, ეგეც რომ არ იყოს, ქართველი კაცი, რომელიც დღემდე შემორჩა საქართველოს, მოახერხებს თვითონაც გამონახოს გზა მის ხელთარსებული ქონების კაპიტალიზაციისთვის, მთავარია, არ შევბოჭოთ ის.


მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.