Georgian English Russian
ეკო-დაიჯესტი
24
„აწარმოე საქართველოში“- პროგრამის ფარგლებში ოთხი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა 4 პროექტი ახალი საწარმოების ასაშენებლად თბილისსა და რეგიონებში. აღნიშნულ საწარმოებში ეტაპობრივად 400 მდე ადამიანი დასაქმდება. ერთ-ერთი საწარმოს შესაქმნელად შპს „ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკეს“ სიმბოლურ ფასად გადაეცემა ტერიტორია გმირი კურსანტების ქუჩაზე და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული კომპანიის ქონება მნიშვნელოვნად დაზიანდა 13 ივნისის სტიქიის დროს და აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი წამოწყება იქნება საქმიანობის სრულფასოვნად განახლებისთვის. დანარჩენი კომპანიები, რომელიც ჩაერთვება პროგრამაში იქნებიან: შპს „ენ-ეიჩ-ელ 43“- ქობულეთის მუნიციპალიტეტში საკვები პროდუქტის საწარმოს შესაქმნელად; ამოქმედდება ყავის გადამამუშავებელი საწარმო, კახეთის გზატკცილზე  კომპანია „კაფსულო“-ს მიერ; ასევე ჩაის გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში კომპანია „რკ ვაშნარის“ ხელმძღვანელობით.

წყარო: ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი.

მასალები მოამზადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების, მე-4 კურსის სტუდენტმა ნინო გოზალიშვილმა

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.