Georgian English Russian
ეკო-დაიჯესტი
24
მთავრობის შეთავაზებები ეგვიპტელ ინვესტორებს

გიორგი კერესელიძე, ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ეკონომიკური მრჩეველი, ასახელებს იმ პროექტებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ეგვიპტელ ინვესტროებს სთავაზობს. აღნიშნული პროექტები გულისხმობს: გუდიაშვილის მოედნის ათვისებას სასტუმროებისა და რესტორნების კომპლექსებით; ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობა 700 ათას კვადრატულ მეტრზე, რომელიც დაახლოვებით 5600 ოჯახზე იქნება გათვლილი; მესამე პროექტის შეთავაზება თბილისში პარკირების ადგილების 3500-ით გაზრდას შეეხება, რისთვისაც 19 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება; ეგვიპტელ ინვესტორებთან შეთავაზებაში მოხვდა ასევე ქუჩებში არსებული ლამპიონების ლედ-სანათებით ჩანაცვლება, რაც თავის მხრივ, არა მარტო განათებას გააუმჯობესებს, არამედ შეამცირებს მასზე დახარჯულ თანხებსაც. ბოლო, მეხუთე დაგეგმილი პროექტი შეეხება თბილისის ზღვის ტერიტორიის ათვისებას, რომელიც ინვესტორებისთვის მართვაში გადაცემისა ან მიყიდვის საშუალებით სპორტული ინფრასტრუქტურითა და საცხოვრებელი კომპლექსებით უნდა შეივსოს. გარდა აღნიშნული პროექტებისა, საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, მოუწოდებს ეგვიპტელ ინვესტროებს ეგვიპტის მწვანე კორიდორის ფარგლებში ინვესტიციები საქართველოს სოფლის მეურნეობაშიც დააბანდონ.

მასალები მოამზადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების III კურსი სტუდენტმა ნინო გოზალიშვილმა

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.