Georgian English Russian
უცხოეთის ეკონომიკა
24
ევროკავშირსა და აშშ-ის შორის სავაჭრო მოლაპარაკებების მთავარი გამოწვევები

გრძელვადიანი სავაჭრო მოლაპარაკებები, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-ის შორის 2013 წლიდან დაიწყო, ძირითად გამოწვევბს უპირისპირდება. აღნიშნული პრობლემები გამოწვეულია გლობალური მოვლენების გააქტიურებით. პირველ რიგში ესენია: დაგეგმილი არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმი ევროკავშირის შესაძლო დატოვების შესახებ და განვითარებული ეკონომიკური კრიზისი ევროკავშირის სივრცეში.  მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებების მონაწილენი სავაჭრო ხელშეკრულების დადებას წლის ბოლოსთვის გეგმავენ.

შეთანხმება ბარიერების მოხსნასა და ტრანს-კონტინენტურ სავაჭრო ურთიერთობებსა და ინვესტირების გაუმჯობესებაზეა ორინეტირებული. რეგულაციების დახვეწისა და ტარიფების მოხსნის შედეგად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები გაზრდილ შემოსავლებსა და მეტ სამუშაო ადგილს ელოდებიან.  შეთანხმებასთან დაკავშირებული კრიტიკა ძირითადად სტანდარტების შესუსტებაზე, მომხმარებელთა უფლებების დარღვევასა და გარემოსდაცვით პრობლემებზე საუბრობს. ორივე მხარე განმარტავს, რომ ამ კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

მასალები მოამზადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების III კურსი სტუდენტმა ნინო გოზალიშვილმა

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.