Georgian English Russian
ეკო-დაიჯესტი
24
ყურძნის სუბსიდირება მთავრობის მხრიდან რთველი 2016-ის ფარგლებშიც გაგრძელდება

მთავრობის მიერ ყურძნის სუბსიდირება კონკრეტულ ჯიშებზე რთველი 2016-ის ფარგლებშიც მოხდება. პრემიერ მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  ბაზარზე ქართული ღვინის გაიაფებამ გამოიწვია ყურძნის კვლავ სუბსიდირების საჭიროება, რათა ფერმერებს ჰქონდეთ საშუალება ჩააბარონ მოსავალი. მისივე განცხადებით, ეს გარდამავალი ეტაპია და ღვინის ექსპორტის ზრდასთან ერთად, რომელმაც წელს 44%-ით უკვე იმატა, აღნიშნული სფერო განთავისუფლდება სუბსიდირებისგან.  

მთავრობის სუბსიდია 2016 წლის რთველის ფარგლებში,  რქაწითელზე 45, ხოლო საფერავზე 20 თეთრი იქნება. მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, წლევანდელი მოსავალი 147 ათას ტონა გადასამუშავებელ ყურძენს მიაღწევს. თუმცა საექსპორტო ფასი 25%-ით არის შემცირებული 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებთან შედარებით.

მასალები მოამზადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების III კურსი სტუდენტმა ნინო გოზალიშვილმა

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.