Georgian English Russian
ეკო-დაიჯესტი
24
მგზავრთა ნაკადის ზრდა საქართველოს აეროპორტებში

საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადის კუთხით  აღსანიშნავი ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, 2016 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით,  2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით შემდეგი სახის ზრდა გვაქვს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლა 19.2%-ით მეტმა მგზავრმა, ქუთაისის აეროპორტით -21%-მა, ხოლო ბათუმის აეროპორტით - 47.1%-მა. რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, განსაკუთრებული ზრდა სამივე აეროპორტის შემთხვევაში ფიქსირდება ისრაელის (87%-ით მეტი მგზავრი), არაბთა გაერთიანებული სამეფოსა ( 78%-იანი ზრდა) და უკრაინის მიმართულებით (28%). ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსეთის მოქალაქეთა მიერ საქართველოს ტურისტული კუთხით დაინტერესება, რის შედეგადაც მიმოსვლა 56%-ით გაიზარდა. საინტერესოა საბერძნეთის მიმართულებით მგზავრთა 115%-იანი ზრდა 2015 წელთან შედარებით.  აღნიშნული მონაცემების შეჯამებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის  2016 წლის 6 თვის მონაცემი 21%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, http://www.economy.ge/ge/media/news/saqartvelos-aeroportebsi-mgzavrtnakadis-macvenebeli-eqvsi-tvis-monacemebis-mixedvit-2133-it-aris-gazrdili  

მასალები მოამზადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების III კურსი სტუდენტმა ნინო გოზალიშვილმა


მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.