Georgian English Russian
ბიზნესის გარშემო
24
ინტერვიუ საინვესტიციო და საკონსულტაციო ჯგუფის, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ აიეტ კუკავასთან

„ჩვენი ხუთი ძირითადი ფასეულობაა:  პროფესიონალიზმი, კარგი მმართველობა, მრავალფეროვნება, სტაბილურობა და ერთიანობა.“

ბიზნესის წარმართვა ზოგადად, და მით უმეტეს საქართველოში, არც თუ ისე ადვილია. ზოგიერთი „გამართლებას“ არქმევს წარმატებას, ხოლო წარუმატებლობას – ასევე მოუძებნის რაიმე გამამართლებელ სიტყვას. ჩვენ კი გვგონია, რომ საჭიროა, როგორც გალაკტიონი ბრძანებდა, „ნიჭი ძამიკო, ნიჭი“. დღეს ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის ცნობილი რუბრიკის - „ბიზნესის გარშემო“, - სტუმარია საინვესტიციო და საკონსულტაციო ჯგუფის, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” აღმასრულებელი დირექტორი, ერთ-ერთი წარმატებული და უფრო დიდი წარმატებების პერსპექტივების მქონე, ახალგაზრდა ბიზნესმენი, ბატონი აიეტ კუკავა. რომელიც ნამდვილად გამორჩეულია თავისი ნიჭიერებით, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულ საქმეებში, კერძოდ ბიზნესში. დღეს ჩვენ სწორედ ამის დემონსტრირებას ვაკეთებთ ჩვენი ჟურნალის მკითხველისათვის. Bატონი აიეტი ისაუბრებს ჰოლდინგისა და მისი შვილობილი კომპანიების შესახებ, როდის და როგორ შეიქმნა, რა სერვისები აქვთ დღეისათვის, რა გეგმები აქვთ მომავალში და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი არა მხოლოდ საინტერესო, არამედ, მაგალითის მიმცემი და სასარგებლო იქნება ბევრი ინიციატივიანი, შემოქმედებითი, კრეატიული ადამიანებისთვისაც, განსაკუთრებით კი სტუდენტებისა და დამწყები ბიზნესმენებისათვის.

- ბატონო აიეტ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნებაროგორც კომპანიის შესახებ ინფირმაცია, ასევე, თქვენი პიროვნული დამოკიდებულებაბიზნესისადმი. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ამერიკაში (აშშ) მიიღეთ განათლება. იქნებ მოგვიყვეთ სად,როდის და რა მიმართულებით.

- თითქმის 20 წელია საქართველოს საფინანსო სექტორში ვეწევი საქმიანობას. ჩემი კარიერა ამ სფეროში ჯერ კიდევ 1997 წელს დაიწყო “აბსოლუტბანკში”, რომელიც იმ დროს, ერთ–ერთ წამყვან ბანკს წარმოადგენდა. შემდეგ, გავაგრძელე პროფესიული განათლება, რაშიც ამერიკული ე. მასკის (EDMUND S. MUSKIE) სახელობის სტიპენდია დამეხმარა და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მივიღე ამერიკულ უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსის შტატში. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, “პეპსი–კოლა ბოთლერს საქართველოს” ფინანსური მენეჯერი გახლდით. 2004 წლიდან კი, საკუთარი ბიზნესის მშენებლობას მოვკიდე ხელი. პირველი წარმატებული პროექტი, საქართველოს ოთხ წამყვან ბანკთან ერთად, პირველი საკრედიტო ბიუროს დაარსება იყო. როგორც მოგეხსენებათ, „კრედიტინფო საქართველო” დღესაც რჩება წამყვან საკრედიტო ბიუროდ საქართველოში. საკრედიტო ბიუროს დაარსებამ, დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში საბანკო და საფინანსო სექტორის განვითარების საქმეში.

როგორ აღმოჩნდით ბიზნესში, თანაც წარმატებულ ბიზნესში, რომელიც სისტემატურადგანაგრძობს ზრდას?

- პირველი პროექტის წარმატებულად განხორციელების შემდეგ, გადავწყვიტე ჩემს ამერიკელ და ევროპელ პარტნორებთან ერთად, ჩამომეყალიბებინა კომპანია, რომელიც ბაზრის ჯერ კიდევ აუთვისებელ სეგემენტზე იქნებოდა ორიენტირებული. ასეთ სეგმენტად კი, საშუალო და მცირე ბიზნესი მივიჩნიეთ, რაც განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. საქართველოში კი, ეს სექტორი საკმარისად განვითარებული არ არის. სწორედ ამიტომ, ჩვენი ჯგუფის სერვისები სწორედ ამ სეგმენტის მომსახურებაზეა ორიენტირებული. ჩვენ ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტები, დაფინანსების ალტერნატიული საშუალებები, ასევე, მაღალ–კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურებით, დავეხმაროთ მათ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

როდის შეიქმნა „ალიანს ჯგუფი” და რამდენი ფირმაა (მიმართულებაა) გაერთიანებული ამჯგუფში?

- სს „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” დაარსდა 2005 წელს, ქართველი, ამერიკელი და ევროპელი აქციონერების მიერ. ის წარმოადგენს საინვესტიციო და საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც ამჟამად მართავს ფინანსურ სფეროში დივერსიფიცირებულ შვიდ შვილობილ კომპანიას. აქედან, სამი საფინანსოა: სალიზინგო, მიკროსაფინანსო და საინვესტიციო, ხოლო საკონსულტაციო კუთხით გვაქვს ქონების შეფასებისა და მართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების,  ენერგეტიკისა და ბიზნეს ინფორმაციის სექტორებში.

ჩვენი მიზანია, კომპანიისა და მომხმარებლების ინტერესები სრულად შეესაბამებოდეს ერთმანეთს. ფილოსოფიის ქვაკუთხედს კი მათთან სანდო და ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ჩვენი გამორჩეული კორპორატიული კულტურა და ბიზნესის ეთიკური წარმოება – ის მორალური კომპასია, რის გამოც ირჩევენ ჩვენთან თანამშრომლობას პარტნიორები და მომხმარებლები, თანამშრომლებს კი, გუნდში გაწევრიანებისა და დარჩენის სურვილი უჩნდებათ. ჩვენი ხუთი ძირითადი ფასეულობაა:  პროფესიონალიზმი, კარგი მმართველობა, მრავალფეროვნება, სტაბილურობა და ერთიანობა. ნებისმიერ დროს ვისწრაფვით, ვიყოთ გულისხმიერნი, კრეატიულები და საიმედო. ყველაფერ ამას კი, ხაზად გასდევს ეთიკური ბიზნესის წარმოება.

ასეთი მიდგომით, დაარსებიდან მოკლე დროში, კომპანიამ მოახერხა გამხდარიყო საქართველოს ფინანსური სექტორის სწრაფად მზარდი, საიმედო პარტნიორი. ფინანსურ და საკონსულტაციო სექტორებში მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებით, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებული კომპლექსური მიდგომით.

მოკლედ აღვწეროთ თითოეული შვილობილი კომპანიის საქმიანობა:

- ამ წლების განმავლობაში, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგს” განხორციელებული აქვს ინვესტიციები მაღალ–რენტაბელურ და პერსპექტიულ პროექტებში, რომელიც უქმნის ღირებულებას არა მხოლოდ ჩვენს მომხმარებლებს, არამედ მთელ საზოგადოებას. დღემდე, კომპანიის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ფინანსური სექტორის განვითარებაში.

როგორც ავღნიშნე, ამჟამად, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” მართავს შვიდ შვილობილ კომპანიას, რომლებიც საფინანსო და საკონსულტაციო სფეროში მოღვაწეობენ. თითოეული კომპანია ინოვაციური სერვისებითა და მაღალ–ხარისხიანი მომსახურებით გამოირჩევა.

1) „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი”  საქართველოს მოქალაქეებს ადვილად ხელმისაწვდომ, მრავალფეროვან და მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. ხუთი ფილიალის (თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, წალკა) დახმარებით, აფინანსებს ქალაქებსა და რეგიონებში არსებულ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს. 2013 წლისათვის, კომპანია უკვე 7000–მდე მომხმარებელს მოემსახურა. ამ ეტაპზე, კომპანია სამი სახის საკრედიტო პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს: ბიზნეს, აგრო და სამომხმარებლო სესხებს.

კომპანიის ძირითადი მისიაა აქტიურად შეუწყოს ხელი მცირე ბიზნესისა და აგრო სექტორის განვითარებას საქართველოში, რაც დასაქმებულთა რაოდენობისა და ცხოვრების დონის ზრდას განაპირობებს. ვაცნობიერებთ იმასაც, რომ მდგრადი განვითარება საზოგადოების ყველა წევრისათვის, განსაკუთრებით, დიდი ქალაქების გარეთ მცხოვრები მოსახლეობისათვის, ხელმისაწვდომი ფინანსური რესურსების უზრუნველყოფას მოითხოვს.

2) „ალიანს ჯგუფი ლიზინგი” პირველი დამოუკიდებელი, არასაბანკო სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც  მომხმარებლებს ფინანსურ, საოპერაციო და უკუ–ლიზინგის მომსახურებას სთავაზობს. 2006 წელს დაარსების შემდეგ, ის უკვე მოემსახურა 4000–ზე მეტ კლიენტს და დააფინანსა 16 მლნ. ა.შ.შ დოლარის მოცულობის ტრანზაქცია. კომპანიის სალიზინგო მომსახურება თბილისის გარდა, შემდეგი რეგიონებისთვისაცაა ხელმისაწვდომი – ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი და წალკა. „ალიანს ჯგუფი ლიზინგი” მჭიდროდ თანამშრომლობს ქვეყნაში მოქმედ საერთაშოროსო დონორ ორგანიზაციებთან, რათა სალიზინგო პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს რეგიონებში, განსაკუთრებით კი, სოფლის მოსახლეობისათვის.

3) „ალიანს ჯგუფი კაპიტალი” - 2006 წელს დაარსებული კერძო საკონსულტაციო და საფინანსო კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში მყოფ კომპანიებს საფინანსო და საკონსულტაციო მომსახურებას, კაპიტალის მოზიდვისა და დაფინანსების შესაძლებლობებს სთავაზობს. დაარსების დღიდან, კომპანიამ მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა წამყვან ქართულ ბანკებთან და საინვესტიციო ფონდების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ინვესტორებისათვის საიმედო და მყარი პარტნიორის სახელი მოიპოვა.

„ალიანს ჯგუფი კაპიტალის” მისიაა უზრუნველყოს ისეთ მზარდ კომპანიებსა და პროექტებში ინვესტირება, რომელთაც რეალური პოტენციალი აქვთ, გახდნენ არსებული ბაზრის ლიდერები. ექსპერტთა და პროფესიონალთა გუნდი უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, გრძელვადიანი განვითარებისათვის. ყოველი პროდუქტი მომხმარებელთა საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა მორგებული. “ალიანს ჯგუფი კაპიტალი” წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს კომპანიებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის.

4) „ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო”, პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც ბიზნეს ინფორმაციის შექმნას, დამუშვებას, გამოცემასა და გავრცელებას ემსახურება. კომპანიამ ლიდერისა და სანდო ბიზნეს ინფორმაციის მომწოდებლის პოზიცია დაიკავა ქართულ ბაზარზე, რაც საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აჩქარებს და შესაბამისად, ახალი ბიზნეს ინვესტიციების მოზიდვის მყარ საფუძველს ქმნის.

2013 წელს, კომპანიამ დააარსა შვილობილი კომპანია, სააქციო საზოგადოება “ბიზნეს ინფორმაციის სააგენტო” (ბია), რომელიც მართავს ყველაზე დიდ და მუდმივად განახლებად მონაცემთა ბაზას და ფლობს ბიზნეს ინფორმაციას საქართველოში აქტიურ 10,000–მდე კომპანიაზე. უკვე 10 წელზე მეტია, ეს ბაზა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უცხოელი ბიზნესებისათვის, საქართველოში არსებულ კომპანიებზე პერსპექტივების შეფასებაში. დღეს, მისი მომხმარებლები ადგილობრივი კომპანიებიც გახდნენ.

5) „ალიანს ენერჯი”  -  2011 წელს დაარსებული, მზარდი ენერგო პროექტების მართვის კომპანიაა, რომელიც ქართულ ენერგო სექტორში მომგებიანი და მდგრადი პროექტების პორტფელის გაზრდას ემსახურება. კომპანიის მიზანია, ქვეყანაში არსებული ბუნებრივი რესურსების გამოყენება წყლის, ქარის, მზისა და თერმო ენერგიის საწარმოებლად.

„ალიანს ენერჯი” მომხმარებელს პროდუქტებისა და მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს, მათ შორის, მიკრო, მცირე, საშუალო და დიდი ჰიდრო ელექტრო სადგურების მშენებლობა და ოპერირება (ექსპორტი) და ენერგო სექტორში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. ამჟამად, „ალიანს ენერჯი” აშენებს მცირე ჰიდრო ელექტროსადგურს ნაბეღლავში, რომლის სიმძლავრე 2.00 მგვტ–ს შეადგენს.

6) „ალიანს ჯგუფი ფროფერთი”  - დაარსდა 2011 წელს, მომხმარებლისათვის უძრავი და მოძრავი ქონების შესახებ პროფესიონალური სერვისისა და კონსულტაციის გაწევის მიზნით. კომპანია საბანკო–საფინანსო ინსტიტუტებს ინტეგრირებულ სერვისებსა და კონსულტაციას სთავაზობს, უძრავ და მოძრავ ქონებაში ინვესტიციის განხორციელების ნებისმიერ საკითხზე. „ალიანს ჯგუფი ფროფერთი” რამდენიმე წამყვანი საფინანსო ორგანიზაციის პარტნიორია უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების საკითხში. კომპანიის სერვისები მოიცავს აქტივების მართვას,  შეფასებას, კაპიტალის გაუმჯობესების დაგეგმვას, უძრავი ქონების ბაზრის ანალიზს, საბროკერო გაყიდვებსა და უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვის ტექნიკურ დახმარებას.

7) „ალიანს ჯგუფი ინფორმაციული ტექნოლოგიები”  – 2011 წელს დაარსებული, სწრაფად მზარდი Iთ კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს ბიზნეს საქმიანობაზე ორიენტირებულ პროგრამულ უზურნველყოფას, ქსელის მართვას, ვებ გვერდების დიზაინსა და სხვადასხვა სახის Iთ მომსახურებას სთავაზობს. დაარსებიდან მოკლე დროში, კომპანიამ განახორციელა ისეთი  მასშტაბური პროექტები, როგორიცაა უნიკალური პროგრამა უძრავ–მოძრავი ქონების შესაფასებლად; უნივერსალური მონაცემთა ბაზა - ბიზნეს ინფორმაციის კატალოგი,  ინოვაციური პორტალი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისთვის საქართველოში და სხვ.

ხომ არ იგეგმება ახალი ჯგუფის დამატება?

- ჩვენი ჯგუფის მომსახურება საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რაც ერთის მხრივ, გვეხმარება ჩვენი საფინანსო და საოპერაციო რისკების შემცირებაში, ხოლო მეორეს მხრივ – საშუალებას გვაძლევს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სტრატეგიული და დიდი პოტენციალის მქონე სექტორების განვითარებაში.

ჩვენ მუდმივად ჩვენი შვილობილების და პროდუქტების განვითარებაზე ვართ ორიენტირებული. ასევე, ვაკვირდებით ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ამ მოვლენების შედეგად, წარმოქმნილ შესაძლებლობების ათვისებაზე ვართ მიმართულები.

რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

როგორც ავღნიშნე, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” 2005 წლიდან ეწევა ბიზნესსაქმიანობას. ამ პერიოდის განმავლობაში, დავასაქმეთ ასეულობით ადამიანი და მოვემსახურეთ ათასობით კლიენტს. დაარსების დღიდან, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო ორგანოებთან და ჩვენს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია მილიონობით ლარი. დამატებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული გვაქვს 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია.

ჩვენი კომპანიის ყველაზე ძლიერ აქტივს თანამშრომლების ნიჭიერება და ყველაზე გამომწვევ ეკონომიკურ პირობებშიც კი, მაქსიმალური შედეგისკენ სწრაფვა წარმოადგენს. ნებისმიერ საქმიანობაში, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, გამოცდილებასა და პარტნიორებისა და თანამშრომლების გუნდურ მუშაობას. ასეთი მიდგომა და მისწრაფება, პროფესიონალიზმზე, გამჭვირვალობასა და სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურასთან ერთად, „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგს” დინამიურ, მზარდ და საიმედო პარტნიორს ხდის, როგორც პარტნიორებისათვის, ისე მომხმარებლების, თანამშრომლებისა და ადგილობრივი ეკონომიკისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენს ჯგუფში 100–მდე ადამიანია დასაქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბუნებრივია, ზრდა გაგრძელდება. თუ საიდუმლო არ არის, რა გეგმები გაქვთ?

- როგორც მოგახსენეთ, ჩვენ მუდმივად ჩვენი არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და ახალი ინოვაციური პროდუქტების განვითარებაზე ვართ ორიენტირებული. ბოლო პროდუქტი, რომელიც 2013 წლის აპრილში ჩავუშვით, არის უნიკალური მონაცემთა ბაზა „ბიზნეს კატალოგი” (წწწ.ბცატ.გე), რომელიც 10 000–მდე კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს.

ჩვენი მონაცემთა ბაზა ერთგვარი სახელმძღვანელო და ონლაინ პარტნიორია  ქართველი მეწარმეებისათვის, საქმიანობის დაწყებამდე და მის შემდეგაც, კომპანიების განვითარების ყველა ეტაპზე, რადგან ის ხელს უწყობს მეწარმეებს რისკების შემცირებასა და ეფექტურობის ზრდაში, ბიზნესის სწორად დაგეგმვაში, პარტნიორების იდენტიფიცირება-შესწავლაში, პოტენციური მომხმარებლების, მიმწოდებლებისა და სხვა პარტნიორების შერჩევაში, და სხვა. ეს არის პროდუქტი, რომელიც კომპანიებს დააზოგვინებს რესურსებს და, ამავდროულად, გაზრდის მათი საქმიანობის ეფექტურობას.

ჩვენი ძირითადი გეგმაა, დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებითა და მომხმარებლებისგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, „ბიზნეს კატალოგის” გაუმჯობესება და განვითარება. მინდა, მივმართო ყველა ბიზნესის წარმომადგენელს, შემოგვიერთდნენ საქართველოში ბიზნეს ინფორმაციის კულტურის დანერგვაში. ჩვენი აზრით, ეს არა მარტო ჩვენი, არამედ, თითოეული ბიზნესმენის პასუხისმგებლობა და ინტერესია.

მინდა დამწყებ ბიზნესმენებს ურჩიოთ, როგორ დაიწყონ ბიზნესი. გვითხარით თქვენი აზრი.

- ნებისმიერი საქმის დაწყებას, მითუმეტეს, თუ ეს ბიზნესს ეხება, აუცილებელად ესაჭიროება მიზანმიმართულობა, მონდომება და მოტივაცია. თუ შენი საქმე არ გიყვარს და წარმატების ბოლომდე არ გჯერა, ალბათ, ჯობია თავიდანვე სხვა საქმეს მიჰყო ხელი. ბიზნესი დიდ შრომას, ნებისყოფას და უამრავი დაბრკოლების დაძლევას მოითხოვს, ეს კი შეუძლებელია, თუ არ გაქვს საკმარისი მოტივაცია და ენერგია. საქართველოში უმეტესობას ყველაფრის მიღწევა ერთ დღეში უნდა, ეს კი ბიზნეს სამყაროში ძალიან რთულია. საჭიროა დეტალური გათვლები, დაგეგმარება, შესაბამისი გუნდის მობილიზება და მხოლოდ დიდი შრომის შედეგად, შესაბამისი შედეგის მიღწევა.

გვჯერა, თქვენი და თქვენი ბიზნესის წინსვლისა ბატონო აიეტ. დიდი მადლობა, რომ დროდაგვითმეთ და ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის საინტერესო ინფორმაციები მოგვაწოდეთ.წარმატებებს გისურვებთ და ღმერთი გფარავდეთ.

- გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ.


ესაუბრა ჟურნალ ახალი ეკონომისტის”

მთავარი რედაქტორი ლოიდ ქარჩავა

01.07.2013წ.

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.